მთავრობის დადგენილებით, ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება გადავადდა.
აღნიშნული ცვლილება ტექინსპექტირების შესახებ დადგენილებაში შევიდა.
იმ ნორმის მიხედვით, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა 0.5% და 0.3% უნდა გამხდარიყო.
დადგენილების მიხედვით კი, დასაშვები დოზა 2022 წლის ბოლომდე ისევ 0.6% დარჩება.
ახალი დადგენილების მიხედვით,
◼ 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.6% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.6%;
◼ 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.55% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%.
◼ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%;
◼ 2025 წლის 1 იანვრის შემდგომ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.