LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოინდუსტრიაში დასაქმებული 14 მილიონი ევროპელი სამსახურის გარეშე რჩება

45
crizautoworld

ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციამ ისტორიაში უპრეცედენტო კრიზისი დააანონსა. კორონავირუსის ინფექციის გამო ქარხნები გაჩერდა, მიწოდება შეწყდა, სადილერო ცენტრები დაიხურა და საბოლოო ჯამში 14 მილიონამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.

ინფექციის აფეთქებამ ჯერ ჩინეთში და შემდეგ მთელს ევროპაში ავტოწარმოება ყველაზე მასშტაბურ კრიზისში ჩააგდო. მიუხედავად ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მხარდაჭერისა, კომპანიებს – საწარმოების დახურვა, დილერებს კი შოურუმების გაუქმება უწევთ, რაც მილიონობით ადამიანის ფინანსურ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ევროპას მოუწევს სპეციალური გეგმის შემუშავება, რაც სფეროს დიდი დანაკარგებისგან დაიცავს და ადამიანებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარება. მომავალში წარმოების აღდგენასაც საკმაოდ დიდი ხარჯები დასჭირდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავება უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს და ავტომწარმოებლებისთვის მთელი რიგი ფინანსური შეღავათები უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები