ავტოექსპერტებმა „წლის ავტომობილის“ კონკურსის ფინალისტები დაასახელეს. 2017 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებისთვის სულ 7 მოდელი იბრძოლებს და პრეტენდენტთა სიაში – Alfa Romeo Stelvio, Audi A8, BMW 5 Series, Citroen C3 Aircross, Kia Stinger, Seat Ibiza და Volvo XC40 არიან.
შეგახსენებთ, რომ საპატიო ტიტულის მოპოვება სულ 37 ავტომობილსსურდა და მათ შორის ისეთი მოდელებიც იყვნენ, როგორიცაა – Skoda Karoq, Opel Insignia, Volkswagen Arteon, Opel Crossland X და Grandland Х, თუმცა ფინალამდე მიღწევა ვერც ერთმა მათგანმა შეძლო. რაც შეეხება გამარჯვებულს, მას 23 ქვეყნის წარმომადგენელი 60 ავტოჟურნალისტი გამოავლენს. შეგახსენებთ, რომ წინა წლის გამარჯვებული კროსოვერი Peugeot 3008 გახდა.