LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოექსპერტებმა საუკეთესო ბიუჯეტური ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს

21

ავტოექსპერტებმა საუკეთესო ბიუჯეტური ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. ტოპ-5 მოდელისგან შედგენილ სიაში მხოლოდ ის ბრენდები მოხვდნენ, რომელთა ფასიც 18 ათას დოლარს არ აჭარბებს.

რეიტინგის პირველ პოზიციას იაპონური Mazda 3 იკავებს. გარდა მიმზიდველი გარეგნობისა, ავტომობილს კომფორტული მგზავრობისთვის აუცილებელი ყველა ფუნქცია აქვს. გარდა ამისა, Mazda ფასითაც ძალიან მიმზიდველია.

რაც შეეხება რეიტინგის მეორე პოზიციას, ლიდერი ამ შემთხვევაშიც იაპონური ბრენდი – Honda Civic-ია. მსოფლიო ბაზარზე ავტომობილი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო პერიოდში კი მოდელი კიდევ ერთხელ განაახლეს და მას ბევრად თანამედროვე დიზაინი შეუქმნეს.

რაც შეეხება საუკეთესოთა მესამე ადგილს, მას Jeep Renegade იკავებს. მდიდრული ავტომობილი სინამდვილეში საკმაოდ ეკონომიურია.

სამხრეთ კორეული კროსოვერი Kia Soul კი მეოთხე პოზიციაზე გავიდა. ავტომობილმა მსოფლიო ბაზარი გამოსვლის დღისთანავე დაიპყრო და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად ითვლება.

…და ბოლოს, რეიტინგს კორეული Hyundai Veloster ასრულებს. სპორტული ავტომობილი, რომელმაც ავტომოყვარულები უჩვეულო დიზაინით მოხიბლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები