LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსი მდინარეზე გაიჭედა, თანაც ავტომობილის თავზე

102
bus

ავტომობილისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაჯახება იშვიათ მოვლენას ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა ავარიის ადგილზე პოლიციასთან ერთად მყვინთავების გამოძახება – ხშირად ნამდვილად არ არის ხოლმე საჭირო. სპეციალისტებს მსგავსი სამუშაოს შესრულება ალბანეთში, ქალაქ ტირანაში მოუხდათ, სადაც მდინარეში ავტობუსი და კერძო ავტომობილი ერთად გადაცვივდნენ. საბედნიეროდ, ინციდენტი გარდაცვლილებისა და მძიმედ დაშავებულების გარეშე დასრულდა, მხოლოდ გაფუჭებული ტექნიკით.

მდინარეში პირველი მსუბუქი ავტომობილი ჩავარდა, მის თავზე კი ავტობუსი აღმოჩნდა.

ყველაფერი საღამო ხანს მოხდა, თუ რატომ დაეჯახა სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს, ამას ადგილობრივი მედია საშუალებები ჯერ-ჯერობით ვერ აზუსტებენ. ავარია ისეთ ადგილას მოხდა, რომ დაჯახების შემდეგ მსუბუქი მანქანა გზიდან გადავარდა და წყალში აღმოჩნდა. რამდენიმე წამში მას უკან ავტობუსიც მიჰყვა.

ავარიაში სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მსუბუქი მანქანის მგზავრები არიან. ყველა ტრავმა მსუბუქი იყო, ამიტომ ინციდენტის მონაწილეებს დახმარება ადგილზევე გაუწიეს.

bus

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები