LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება – სატრანსპორტო საშუალებებში სრული დეზინფექცია ჩატარდა

146
BeFunky-collage

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებისთვის კვლავ შეზღუდვები იმოქმედებს. თბილისის მერიის ცნობით, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების ვალდებულება. ამასთან, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება.

„პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ“. – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირის დღეებში.

უსაფრთხოების ზომების დასაცავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე. მისი სრული დეზინფექცია ჩატარდა. საუბარია როგორც თბილისის მეტროსადგურებზე, ასევე – მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებზე. მიმდინარე პროცესს გვიან ღამით ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი დაესწრო.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობის მომსახურებას განაახლებს. ამასთან, #3, #23, #46, #70 და #79 ხაზებს ახალი ავტობუსები მოემსახურება.

 

გარდა ამისა, როდესაც პანდემიის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილი იყო, კერძო ავტომობილებს ჰქონდათ უფლება, ავტობუსის ზოლებზე გადაადგილებულიყვნენ, ხვალიდან კი ეს აკრძალულია. ამიტომ, მძღოლებმა უნდა გამოიჩინონ ყურადღება, რომ არ შეფერხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე და დისტანცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე აუცილებლად გამოიყენონ. ეს გაკონტროლდება”. – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები