LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ: როგორ მივიდა თბილისი საბჭოთა ავტობუსებიდან MAN–მდე?

7

Next station is…

ავტობუსებში, შესაძლოა გაჩერებების გამოცხადება დაიწყონ.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ საკითხზე ტექნიკური ჯგუფი შიდა სამუშაოებს აწარმოებს.

მათი ინფორმაციით, გაჩერებების გამოცხადების შესაძლებლობა ტექნიკურად, MAN–ის ახალ ავტობუსებს აქვს.

როდიდან დაინერგება სერვისი, ჯერჯერობით, უცნობია.

„ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რა პერიოდში განხორციელდება ეს მომსახურება, ან რომელ ავტობუსებში… თუმცა, ამის სურვილი გვაქვს და მუშაობა მიმდინარებს“, – განაცხადა სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლელა სეთურიძემ „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს გაჩერებების გამოცხადება, რამდენენოვანი უნდა იყოს ეს სერვისი და ა.შ. (აღსანიშნავია, რომ მეტროში გაჩერებების გამოცხადება 2 ენაზე: ინგლისურად და ქართულად ხდება.)

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თუ სერვისი მოთხოვნადი იქნება და საზოგადოებისგან დადებით შეფასებას მიიღებს, ის ძველ ავტობუსებშიც ამოქმედდება. იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები