LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტო ლიზინგის დადებითი და უარყოფითი მხარეები

2715
png

ნებისმიერი ძვირად ღირებული ქონების შესაძენად ადამიანები ხშირად ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ. ფინანსური მხარდაჭერისთვის კი არსებობენ საფინანსო ორგანიზაციები, მათ შორის, ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სალიზინგო კომპანია და სხვა. თითოეულ მათგანს განსხვავებული სერვისები და შეთავაზებები აქვს და თითოეულის დადებითი თუ უარყოფითი მახასიათებლები დამოკიდებულია მომხმარებლის პრეფერენციებზე.

ავტომობილის შეძენის მსურველებისათვის არსებობს ავტო სესხი და ავტო ლიზინგი. თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. მოცემულ ბლოგში კი მოგიყვებით მოგოს ავტო ლიზინგის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

მოგოს ავტო ლიზინგის დადებითი მხარეები

თუკი მომხმარებელი ბანკისგან ვერ იღებს სესხს: როდის შეიძლება მოგოს ავტო ლიზინგი ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდეს მომხმარებლისათვის? არის ხოლმე მომენტები, როდესაც ბანკები სესხს არ იძლევიან. მაგალითად, თუკი მომხმარებელს შემოსავლების დიდი ისტორია არ აქვს, არასტაბილური შემოსავალი აქვს, ან ცოტა ხანია რაც მუშაობს, დიდი ალბათობით, ბანკისგან სესხს ვერ მიიღებს. ასეთ შემთხვევებში, ავტო ლიზინგი ერთადერთი გამოსავალია.

თუკი ბანკისგან, ან სხვა საფინანსო ორგანიზაციისგან მომხმარებელი ვერ იღებს საკმარის თანხას:

როდესაც მანქანის შერჩევისას მომხმარებელი ჩამოყალიბდება კონკრეტულ მწაროებელსა და მოდელზე, მას ბიუჯეტიც უკვე გათვლილი აქვს. როდესაც ფინანსურ ორგანიზაციას მიმართავს ადამიანი მანქანის შეძენასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია რომ მან იმ რაოდენობის თანხა მიიღოს, რაც საკმარისი იქნება სასურველი მანქანის შესაძენად. მოგოს ამ მხრივაც უპირატესობა აქვს მომხმარებლისთვის იმ მიზეზით, რომ მოგოს წესების თანახმად, შერჩეული ავტომობილი ფასდება მისი მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით. ეს ეხმარება ნებისმიერ მომხმარებელს, რომ ლიზინგის დახმარებით  შეიძინოს სასურველი მანქანა სასურველ ფასად.

თუკი მანქანის შეძენა საჩქაროა:

დღეს ავტომობილი არის არა კომფორტი, არამედ საჭიროება. ამ მიზეზით შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც საჭიროა მანქანის რაც შეიძლება სწრაფად, მოკლე დროში შეძენა. მოგო ამ მხრივ კომფორტულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს იმ მიზეზით, რომ ყველა ის პროცედურა, რისი გავლაც საჭიროა მოგოსთან ერთად (განაცხადის გაკეთება თუ ხელშეკრულების გაფორმება), დაკავშირებულია სულ რამდენიმე დღესთან. განაცხადის დადებითად, ან უარყოფითად განხილვა ხდება 24 სამუშაო საათის განმავლობაში, ხელშეკრულების გასაფორმებლად კი უბრალოდ მოგოს ოფისში მისვლაა საჭირო.

მომხმარებელზე მორგებული სერვისი:

მოგოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია თანამშრომლობა, რომლითაც არ ზარალდება არც მომხმარებელი და არც სალიზინგო კომპანია. მთავარია კომპანიასთან დროული კომუნიკაცია და ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. გაუთვალისწინებელი პრობლემა კი მრავალი შეიძლება გამოჩნდეს, განსაკუთრებით კი ხელშეკრულების გაფორმების და თანხის გადახდის დაწყების შემდეგ. თავის დაზღვევის მიზნით, მოგოს თანამშრომლები მის მომხმარებლებს ყოველთვის ახსენებენ გადახდის თარიღს, რომ ამით თავიდან აიცილონ გულმავიწყობით გამოწვეული პრობლემები.

ზოგჯერ შეიძლება მომხმარებელს გადახდის უნარიანობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას და ამ დროს, შესაძლებელია გადახდის პერიოდის გახანგრძლივება, გადახდის თარიღის ცვლილება ან სხვა, მომხმარებელზე მორგებული გამოსავლის მოფიქრება. მთავარია, მოგოსთან დროული კომუნიკაცია და პრობლემის დაფიქსირება.

მოგოს ავტო ლიზინგის უარყოფითი მხარეები

არცერთი მომხმარებლისთვის არ არის მიმზიდველი შეთავაზება საფინანსო ორგანიზაციისთვის, ბანკისა თუ სალიზინგო კომპანიისთვის, ფულის გადახდა პროცენტის სახით. ბევრად უფრო კარგი შემთხვევაა, როცა მანქანასა თუ სხვა ქონებაში ვიხდით მხოლოდ ქონების ღირებულებას და არა სხვა რაიმე დამატებით გადასახადს. გამოსავალი მხოლოდ ერთიანი ფულის ფლობა და ბანკისა თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციის დახმარების გარეშე ქონების შეძენაა. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, დღეს იშვიათად აქვთ ადამიანებს მათი ნებისმიერი საჭიროებისათვის ერთიანი თანხა და ერთადერთ გამოსავლად ისევ და ისევ საფინანსო ორგანიზაციები რჩებიან. მოგოც ერთ-ერთი გამოსავალია ავტომობილისა, თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად.

იხილეთ ჩვენი სტატია: ლიზინგის შეთავაზებები მოგოსგან. ასევე მოგოს პროდუქტები: ავტოლიზინგი, უკულიზინგი, სკუტერ ლიზინგი, სატვირთო მანქანების ლიზინგი.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები