„ვფიქრობ, ავთენტურობის დადგენის საკითხი მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გააკეთებენ”, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი ტიპის ჩანაწერის არსებობა პრობლემურია.
„ვფიქრობ, ავთენტურობის დადგენის საკითხი მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გააკეთებენ. დღეს, მათთვის მნიშვნელოვანია გაარკვიონ თუ ვინ დგას დასავლეთის გვერდით. როდესაც გვესმის ხელისუფლების პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ უერთდებიან, ცხადია, ასეთი ტიპის ჩანაწერის არსებობა პრობლემურია და შესწავლის საგანი იქნება. თუ ამას არ გააკეთებს საქართველოს მთავრობა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი უწყებები ამას გააკეთებენ”,- აღნიშნავს გიგაური.