Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ავთენტურ ქართულ პროდუქტებს ტურიზმის სექტორის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთენტურ ქართულ პროდუქტებს ტურიზმის სექტორის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია

121
გგ

EBRD და FAO ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმადაც, აგროტურიზმი და ტრადიციული ქართული აგროპროდუქტები ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. ახალი ინიციატივის მიზანია, ტურიზმის სექტორს პანდემიით გამოწვეული კრიზის დაძლევასა და რეაბილიტაციაში დაეხმაროს.

ქართულ აგროტურიზმს პოტენციალი აქვს გახდეს ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელსაც ინდუსტრიის განახლება და კრიზისიდან გამოყვანა შეეძლება.

აგროტურიზმის მიმართულებით EBRD-ის და FAO–ს ერთობლივი, ახალი, ინიციატივა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ავთენტურ ქართულ პროდუქტებზე, რომელთა დაგემოვნება შესაძლებელია მხოლოდ ლოკალურად და რომელთა თვისებებს საქართველოს კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელი გარემოებები – მცენარეები, ცხოველები, კლიმატი, ნიადაგი და კულინარიული ტრადიციები განსაზღვრავენ. მაგალითისთვის, ამგვარი უნიკალური პროდუქტია თუშური გუდა, რომელიც  საუკუნოვანი ტრადიციული ქართული მეთოდითა და მხოლოდ ადგილობრივი სახეობის ცხვრისგან მიღებული რძით მზადდება.

ინიციატივის ფარგლებშივე, EBRD და FAO ადგილობრივ, მცირე ზომის, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლებს დაეხმარებიან ისეთი ახალი ბაზრების ათვისებაში, როგორებიცაა: ადგილობრივი სასტუმროები, რესტორნები და კაფეები.

აღნიშნული ინიციატივა  EBRD/FAO-ს, უკვე განხორციელებულ, გეოგრაფიული  აღნიშვნების (GI) პროექტს ეფუძნება. GI არის ეტიკეტი, რომელიც ქართულ, უნიკალურ პროდუქტს ენიჭება. მისი, როგორც სამარკო ნიშნის გამოყენება, საქართველოს საშუალებას მისცემს ფალსიფიცირებისგან დაიცვას ისეთი პროდუქტები როგორიცაა: სულგუნი, ჩეჩილი ყველი ან ჩურჩხელა. გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც პროდუქტებისთვის მინიჭებული მაღალი ხარისხის სიმბოლო, მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივ დონეზე წარმოებული პროდუქტების ღირებულებას და მწარმოებელი ფერმერების შემოსავლებს. ასევე, ათავსებს საქართველოს მსოფლიო აგროტურიზმის რუკაზე. მდგრადი აგროტურიზმი ერთი მხრივ,  მცირე ბიზნესოპერატორებს დაეხმარება, გახდნენ უფრო მედეგები კრიზისების მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, გააძლიერებს ქართულ ტრადიციულ სასურსათო წარმოებას.

EBRD/FAO-ის ახალი პროექტი განხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დავის სამინისტროსთან, WWF კავკასიასთან, ელკანასთან, Slow Food-თან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები