დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე „ღამის პრაიმ ტაიმში“ საუბრობს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, 2008 წლის ომის შემდეგ დაეტოვებინა მოსკოვის მოდის კვირეული…
ავთანდილი:
„საოცარ გაღიზიანებას იწვევენ მომღერლები, რომლებიც ომის დროს კრემლში მღერიან, ცნობილი სახეები, რომლებმაც ომი გაამართლეს და დიქტატურას და ოკუპაციას მხარი დაუჭირეს. მე ამ ყველაფერს თვალს ვადევნებ. დგება ის დღე, როდესაც ცხოვრებაში ერთხელ გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ვიყავი მოსკოვის მოდის კვირეულის წევრი. საუკეთესო ათეულში შევდიოდი, ძალიან პოპულარული ვიყავი და სერიოზული კარიერა მქონდა. როგორც კი ომი დაიწყო საქართველოში 2008 წელს, დაუფიქრებლად დავტოვე მოდის ბიზნესი და უარი ვთქვი რუსეთში მოდის ბიზნესზე…“