LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

137
unnamed

ბიზნესმენი ავთო წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი შვილის, “ტვ პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის ინფორმაციით, მან მამა სააბაზანოში, უგუნო მდგომარეობაში მყოფი იპოვა.

ავთო წერეთელი კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი.

„დიაგნოზი არ ვიცით, რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ“, – ამბობს ვატო წერეთელი “ტვ პირველის” ეთერში.

ვატო წერეთელი ასევე ამბობს, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც მძიმე იყო, მას გულის პრობლემები აწუხებს.

მომხდარის გამო ვატო წერეთელი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

შეგახსენებთ, ავთო წერეთლისთვის პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს საქმეზე, რასაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან. საქმე ფულის გათეთრებას ეხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები