LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ თალაკვაძე – თავს მოვალედ ვთვლი, ვემსახურო ჩემს ქალაქს, საზოგადოებას და ოზურგეთს მადლობა გადავუხადო საქმითა და წარმატებული პროექტებით

61
ავთანდილ თალაკვაძე

„ჩემთვის დიდი პატივი და  პასუხისმგებლობა იყო ჩემი კანდიდატურის  დასახელება  ოზურგეთის  მერის  არჩევნებში. თავს  მოვალედ  ვთვლი, ვემსახურო  ჩემს  ქალაქსა  და  საზოგადოებას და ოზურგეთს  მადლობა  გადავუხადო  საქმითა  და  წარმატებული  პროექტებით. მადლობა „ქართულ  ოცნებას“  ჩემს  მიმართ  გამოხატული  ნდობისთვის. მადლობას გადავუხდი გურიის  რეგიონს, ოზურგეთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – განაცხადა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ წარდგენაზე.

როგორც ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული  ოცნების“   ხელისუფლებაში  მოსვლის  შემდგომ,  არაერთი  მნიშვნელოვანი  პროექტი განხორციელდა   ოზურგეთში,  არაერთი  სახელმწიფო  პროგრამა  ამოქმედდა, ამასთანავე გაიზარდა ოზურგეთის  ბიუჯეტის  შემოსავლები, რაც  დადებითად  აისახა გურიის რეგიონსა და ოზურგეთზე.

„გვესმის, რომ  რჩება  არაერთი  პრობლემა  თუ,  გამოწვევა  არაერთ  ოჯახში  და  სახელმწიფოს  მხრიდან  თანადგომას   საჭიროებს,  ამიტომ, ამ ქალაქში  ჩემი  მთავარი  კონკურენტი და  კონკურენტები  იქნება  ის  პრობლემები  და  გამოწვევები,  რომელიც  ჩემს  ოზურგეთელებს  აწუხებთ.  ეს  არის  ახალი  სამუშაო  ადგილების  შექმნა, ახალგაზრდების   დაბრუნება  და  დასაქმება, სოციალურად  შეჭირვებული  ოჯახების  დახმარება, სოფლების  წყლით  უზრუნველყოფა, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა, ასევე პანდემიის შედეგად დაზარალებული შიდა მეურნეობების და მცირე ბიზნესის აღდგენა, საბინაო პრობლემების მოგვარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება.

თქვენი მხარდაჭერით და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ჩვენ ამ პრობლემებს და გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხებთ, კვლავ გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და სოფლის ულამაზესი მომავალი აინტერესებს და მზად არიან ამაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

გურიას განსაკუთრებული პოლიტიკური კულტურა გამოარჩევს და ყოველთვის მომავალზე იყო ორიენტირებული. ამიტომ მე, ავთანდილ თალაკვაძე, გურული კაცი, პირობას გაძლევთ, რომ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც დავაგროვე საჯარო სამსახურსა თუ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მოვახმარ ჩემს ქალაქს, ჩემს სოფელს და მთელ საზოგადოებას.

მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ჩვენი მხარე, ჩვენი ქალაქი და სოფლები კიდევ უფრო წარმატებული, განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი გახდეს. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!

მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ქალაქის მაჟორიტარები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ და იზრუნებენ ჩვენს ქალაქსა თუ სოფელზე: ლელა საჯაია, ნინო ნადირაშვილი, დავით მდინარაძე, ვახტანგ ნიჟარაძე, ბექა თოიძე, გიორგი ჩაგანავა, გოგიტა ართმელაძე, თამაზ ტუღუში, ტარიელ აროშიძე, დავით ჭაკნელიძე, ნინო მახარაძე, ტიტე მგელაძე, პაატა კიღურაძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, ნუგზარ სარჯველაძე“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები