LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ-სლემი მოიგო

40

81 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებული გახდა. ჭრიკიშვილმა ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ვარლამ ლიპარტელიანი (90) ბრინჯაოს მედალოსანია. ლიპარტელიანი, რომელმაც რეპეშაში ფრანგ რომეინ ბაფეტს მოუგო, მედლისთვის ასევე ფრანგ ლუდოვიც გობერტს დაუპირისპირდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა.

გრანდ-სლემის ბოლო დღეს საქართველოს მესამე მედალი ვერ მოუტანა ლევან მატიაშვილმა. მატიაშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს აჯობა, თუმცა ნახევარფინალში იაპონელ ჰისაოში ჰარასავასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრაზილიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდა და 4 გაფრთხილებით (წითელი) დამარცხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები