LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიული ქალაქის ქუჩებიდან პარკინგს სულ გააქრობენ, რათა ჰაერი გაასუფთაონ

28
austrparking

ინსბურგის ცენტრში ამიერიდან პარკინგი შეუძლებელი იქნება, ასეთი გადაწყვეტილება ქალაქის დაგეგმარების ახალ პროექტშია გაწერილი. საპარკინგე ადგილების გაქრობამ, ავტომობილების რაოდენობა უნდა შეამციროს, რაც მთელი ქალაქის მასშტაბით ჰაერის ხარისხზე აისახება.

ამჟამად ინსბურგის ცენტრში 10 ათასზე მეტი საპარკინგე ადგილია განთავსებული, რაც დაახლოებით 10 საფეხბურთო მოედნის ფართობის ტოლფასია. ამ ადგილებს გააუქმებენ და მათ ნაცვლად ფართო ტროტუარებს და ველო–ბილიკებს მოაწყობენ.

ქალაქის მოსახლეობას მოუწევს, რომ ავტომობილები განსაზღვრული „მწვანე“ ზონის მიღმა გააჩეროს. ამისთვის აშენდება მიწისქვეშა პარკინგები, რომლებიც ქალაქის ცენტრთან მაქსიმალურად ახლოს იქნება. შესაბამისად, ინსბურგის ცენტრალური ნაწილის მიდამოებში დაპარკინგებული ავტომობილების სიმრავლე აღარ იქნება.

ინსბურგის დაგეგმარებას უახლოესი 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეცვლიან.

ჰაერის გასაწმენდად ზომებს ავსტრიის სხვა ქალაქებიც იღებენ. მაგალითად, ზალცბურგის მერიამ შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც ადგილობრივებს საკუთარ ავტომობილზე უარის თქმას გაუადვილებს. აპლიკაციაში ეკოლოგიურ ტრანსპორტზე და მარშრუტებზე მთელი ინფორმაციაა თავმოყრილი, იქვეა ასევე ველო–გაქირავებისა ელექტროსკუტერების დაქირავების შესახებ ინფორმაციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები