LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან

95

თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიება 2017 წლის 18 მაისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტ“-ში ჩატარდება.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე- ბერნადეტე გერლინგერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი გახსნიან.

ბიზნეს ფორუმის მიზანი საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარებაა. ქართული და ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მანქანათმშენებლობა, ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოება, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები. მსუბუქი და სატვირთო მანქანების ძრავების შესამოწმებელი ტექნოლოგია. ნავთობქიმია, ფარმაინდუსტრია. დეტექტორების, ონკანების და სხვა საზომი ხელსაწყოების წარმოება, ჰიდროელექტროსადგურები, ტურიზმი, დეველოპერული კომპანიები, სახანძრო სიგნალიზაცია, საინჟინრო სერვისები, ჯართის გადამუშავება, საკონსულტაციო სერვისები, თუჯის მილსადენის სისტემები, მენეჯმენტის სისტემები ელექტრონულ სწავლებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები