LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის წესი შეიცვალა – რა უნდა გააკეთოთ გამგზავრებამდე

92
vienna-austria-winter

ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის წესი შეიცვალა. ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის ახალი განკარგულების თანახმად, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ  ბმულზე https://www.formularservice.gv.at/…/user/formular.aspx და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელ. ფორმით. ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიაში საქართველოს საელჩო აწვდის.

„აქვე გაცნობებთ, რომ ავსტრიაში შემოსვლის შემდეგ მოქალაქეები ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია მეხუთე დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული განკარგულება არ ეხება: ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ განკარგულების თანახმადვე, გამონაკლისის სახით დაიშვებიან ავსტრიის ტერიტორიაზე (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება, საქმიანი ვიზიტი და სხვ.)“, – აცხადებენ ავსტრიაში საქართველოს საელჩოში.

ვრცელი ინფორმაციისთვის, იხილეთ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულება: https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe

საჭიროების შემთხვევაში, დარეკეთ: +43 676 3259839

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები