LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის პოლიციამ Porsche 911 მიიღო

38

კომპანია Porsche-მ ავსტრიის პოლიციას სპორტქარი 911 გადასცა. ის სამსახურებრივი ავტომობილის მოვალეობას ოქტომბრამდე შეასრულებს და ქვეყნის ავტომაგისტრალებზე იმოძრავებს.

პოლიციელებს მოდელ Carrera-ს საბაზო კომპლექტაცია შეხვდათ – ის სამლიტრიანი ძრავით არის აღჭურვილი და 370 ცხენის ალას ავითარებს. მექანიკური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში, უკანა ამძრავიანი კუპე ას კილომეტრს 4,6 წამში კრებს, ავტომატი კი 4,4, წამში.

ავტომობილმა ამოსაცნობი ფერთა სქემა – მუქი ლურჯი და წითელი ელემენტებით, ასევე სახურავზე შუქდიოდური პანელი მიიღო. გარდა ამისა, ორკარიანი ავტომობილი აღჭურვილი რადიოსადგურითაც.

Porsche-ს ავტომობილებს ავსტრიის პოლიცია 1960-70-იან წლებში იყენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები