საქართველოს ავსტრიამ 5000 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინა აჩუქა. ვაქცინის დოზები უკვე თბილისშია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული დოზები იმ მოქალაქეებს მოხმარდება, ვისაც უკვე მეორე დოზით აცრა უწევს:
“ავსტრიიდან მივიღეთ “ასტრაზენეკას” 5000 დოზა, რომელიც ისევ იმ მოქალაქეების საჭიროების დაკმაყოფილებას მოხმარდება, ვისაც პირველი დოზის მიღებიდან 10-დან 12 კვირამდე უწევთ მეორე აცრის გაკეთება.” – თქვა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მალე დაიწყება “ფაიზერის” მოწოდებაც და შესაბამისად, ჯანდაცვის სექტორს ექნება საშუალება, ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს:
“ფაიზერის” მოწოდება დაიწყება მალე და უკვე გვექნება საშუალება, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. თარიღს დავაზუსტებ მაშინვე, როგორც კი ჩამოვა ვაქცინა ქვეყანაში.” – თქვა გაბუნიამ.