LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელმა მოზარდმა კოლიზეუმის ფრაგმენტის მოპარვა სცადა

37

ავსტრიელმა მოზარდმა კოლიზეუმის ფრაგმენტის მოპარვა სცადა. ტურისტი დარწმუნებული იყო, რომ კოლონას ქვა სრულიად შეუმჩნევლად მოტეხა, თუმცა ის ცხელ კვალზე, ნახეტის ჩანთაში დამალვის დროს დააკავეს. კარაბინერებმა ყმაწვილს ძვირფასი სუვენირი ჩამოართვეს და გამოძიებაც დაიწყო. თუ რა ელის კანონდამრღვევ მოზარდს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია რომ მას სოლიდური ჯარიმა და შესაძლოა პატიმრობაც კი დაემუქროს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევები, როდესაც ტურისტები ისტორიული ძეგლების გაძარცვას ცდილობენ – იტალიაში საკმაოდ ხშირად ხდება. სწორედ ამიტომ, კანონი ძალიან მკაცრია და სასჯელი შესაძლოა 5 წლამდე პატიმრობითაც კი განისაზღვროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები