ავსტრიაში, ზალცბურგის რეგიონში ზვავი ჩამოწვა.
სტიქიას 8 მოთხილამურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზვავში მოყოლილთაგან ორი ადგილზე გარდაიცვალა, ერთ კი მოგვიანებით საავადმყოფოში.
გარდაცვლილებს შორის 19 წლის რენე ჰოფერია, მოტოკროსის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი.
სტიქიის დროს დაშავდა 2 მოთხილამურე, დაზიანებებს გადაურჩა 3.
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა და მასში 5 ვერტმფრენი მონაწილეობდა.