LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში მალტასთან: საქართველოს კიდევ ერთი ამხანაგური გამოუჩნდა

64

საქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გეგმავს – ეს ესტონეთის ნაკრებთან მოგების (2:0) შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.

„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ერთა ლიგისთვის საქართველოს ნაკრების მზადების გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„ერთა ლიგამდე ორ საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. 5 ივნისს ამხანაგური მატჩი ლუქსემბურგთან გვქონდა დაგეგმილი. თუმცა, მანამდე კიდევ ერთი სპარინგის საშუალება გამოჩნდა და გადაწყდა, რომ პირველ ივნისს მალტას შევხვდებით. ეს მატჩი ავსტრიაში გაიმართება“, – ამბობს ვაისი.

 

ესტონეთთან შეხვედრა კი ჩვენი ნაკრები მწვრთნელმა ასე შეაფასა:
ვლადიმირ ვაისი: “გახარებული ვარ მოგებით, მართალია, წინა თამაშივით დიდი ანგარიშით ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგი თამაში ვაჩვენეთ. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ერთადერთი რითაც კმაყოფილი ვერ ვიქნები, გამოუყენებელი საგოლე მომენტებია, სხვა მხრივ, კმაყოფილი ვარ. კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც ვიდეოში უფრო ორგანიზებული ჩანდა, ვიდრე ეს თამაშში აჩვენა. ჩვენ დღეს მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. კარგად ვიხსნებოდით, მოწინააღმდეგის ზურგს უკან სახიფათოდ ვთამაშობდით. ესტონეთი 5-4-1 სისტემით გვეთამაშა, ასეთ დროს კი, შეტევაში უპირატესობის მოპოვება ადვილი არ არის. ეს ორი ამხანაგური თამაში მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასეთ ნაკრებებთან მოგება უნდა ვისწავლოთ.”

 

ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველო 6 სექტემბერს ჩაერთვება. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები გასვლაზე ყაზახეთს დაუპირისპირდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები