LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში ხანდაზმული ადამიანები ტაქსით გადაადგილებას ერთ ევროდ შეძლებენ

123
thumb_1024x663_innsbruck-alps

ავსტრიის ალპებში შეიქმნა ტაქსის სერვისი, რომელიც ასაკოვანი მოქალაქეებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა საავადმყოფოებამდე, ბაზრებამდე თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილებამდე მისვლას მხოლოდ ერთ ევროდ შეძლებს, წერს The Mayor.

ტრანსპორტირებაზე ადგილობრივი მოხალისეები იზრუნებენ. იმისათვის, რომ მანქანა სახლთან მივიდეს, წინასწარ ოფისში დარეკვა იქნება საჭირო.

ასეთი სოციალური ტაქსი ორშაბათსა და ოთხშაბათს, დღის პირველ ნახევარში იმუშავებს და მგზავრობა დასაწყისისთვის ორი სოფლის მასშტაბით იქნება შესაძლებელი. თუმცა, თუკი ექიმების დახმარება მეზობელ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს დასჭირდებათ, ტაქსისტები გამონაკლისს დაუშვებენ.

ამასობაში, მალტა კიდევ უფრო წინ წავიდა და 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ტაქსი საერთოდ უფასო გახადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები