LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში დრონების დახმარებით ასეულობით შველი გადაარჩინეს

118
thumb_1024x663_vincent-van-zalinge-unsplash-11zon

ავსტრიაში 2022 წლიდან 400-ზე მეტი შველი, დრონის დახმარებით გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor ავრცელებს.

ახალგაზრდა ირმები ხშირად იმალებიან მაღალ ბალახში, რათა მტაცებლებისგან თავი გადაირჩინონ. ასეთ ადგილებში მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ცხოველები სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ქვეშ ყოველწლიურად იღუპებიან.

ირმების გადასარჩენად ადგილობრივმა სამსახურებმა სითბური კამერით აღჭურვილი 40 დრონი შეიძინეს. მოწყობილობას ფერმებში მანამ უშვებენ, სანამ იქ მუშაობას ტექნიკა დაიწყებს. ნაპოვნი ცხოველები ვეტერინარებს უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ, მიწის დამუშავების შემდეგ კი უკან აბრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრობლემა ევროპის სხვა ქვეყნებშიც აქვთ და სხვადასხვა ტექნოლოგიებით ებრძვიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები