LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში 3D პრინტერზე დაბეჭდილი საკვების გაყიდვა დაიწყეს

123
Revo_Foods-THE-FILET-10-cover-scaled

ავსტრიული მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა ვეგანური თევზის ფილე, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 3D პრინტერზეა დაბეჭდილი. მწარმოებლის, ვეგანური სტარტაპის Revo Foods-ის თქმით, ეს არის მსოფლიოში პირველი „დაბეჭდილი“ საკვები, რომელიც სუპერმარკეტის დახლზე მოხვდა.

ფილე შექმნილია მიკრო-პროტეინის ბაზაზე, რომელიც სოკოსგან მიიღება. 3D თევზის შემადგენლობაშია ასევე წყალმცენარეები და სხვა მცენარეული დანამატები, რომელიც პროდუქტს ნამდვილი თევზის სტრუქტურას და გემოვნურ თვისებებს აძლევს.
გარდა ამისა, ფილე დიდი რაოდენობით ცილას და ომეგა-3-ს შეიცავს.

მწარმოებელს სურს, რომ ტრადიციული თევზაობის ბევრად უფრო ეკოლოგიური და სუფთა ალტერნატივა წარადგინოს. Revo Foods-ის ინფორმაციით, გადაჭარბებული თევზაობის გამო ბევრი სახეობა საერთოდ გადაშენების პირასაც კია, ამიტომ 3D პრინტერი ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად უნდა იქცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები