ავსტრიასა და ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია, ის ამჟამად იზოლირებულია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მანვე აღნიშნა, რომ ეს პიროვნება 19-21 თებერვალს იტალიაში, მილანში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა
ავსტრიაში კი, კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ტიროლის პროვინციაში, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის მოსაზღვრედ მდებარეობს.
კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს