LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრია ტურისტების მიღებას სავარაუდოდ, ზაფხულიდან დაიწყებს

166
austriturisrttt

ავსტრიაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ნელ-ნელა სუსტდება, თუმცა უცხოელი ვიზიტორების მიღებას ქვეყანა ზაფხულამდე არ აპირებს. თანაც, საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომადგენლები შეძლებენ, სადაც კორონავირუსთან ბრძოლა წარმატებით დასრულდება.

ავსტრია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც კარანტინი შემოიღეს. ინფიცირების პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა, 16 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინი დაიწყო. მოქალაქეებს მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში წასვლის უფლება ქონდათ და პირბადის ტარებაც სავალდებულო გახდა.

შეზღუდვების შემსუბუქება თავიდან ვაჭრობას შეეხება და პირველი მაისიდან მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების გახსნა იგეგმება. ხელისუფლებამ ტურიზმის აღდგენის თარიღიც დააანონსა და უცხოელ ტურისტებს ავსტრიელები მხოლოდ ივნისიდან მიიღებენ.

„თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა მომავალი რამდენიმე თვეც გაგრძელდება. თუკი ქვეყნები შეძლებენ, რომ კორონავირუსს ისეთივე წარმატებით გაუმკლავდნენ, როგორც ამას გერმანია ახერხებს, მაშინ ტურისტების მიღებაც რეალური გახდება“ – დააზუსტა ტურიზმის მინისტრმა.

საქმე ისაა, რომ უცხოელი ტურისტების გარეშე ავსტრიაში ბიზნესს უამრავი პრობლემა შეექმნა და ბიუჯეტმა კოლოსალური ზარალი მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები