LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიურმა სასტუმრომ ტურისტებს შიშვლად პოზირება შესთავაზა

12

კომპანია Art Series Hotel-მა დამსვენებლებისთვის საინტერესო აქცია დაიწყო. იმ ადამიანებს, რომლებიც სასტუმროს 1 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ესტუმრებიან, საშუალება ექნებათ თამამი ფოტო გადაიღონ. უფრო მეტიც, სასტუმროს ადმინისტრაცია მათ პროფესიონალურ აპარატს გადასცემს და ფოტოს გადაღება თავადვე შეეძლებათ. მოგვიანებით ფოტო მხატვარს გადაეგზავნება და ნახატიც შეიქმნება.

კომპანია პირობას დებს, რომ ნახატს საბოლოოდ მფლობელს მიუტანენ, ეროტიული ფოტო კი სამუდამოდ წაიშლება. აღსანიშნავია, რომ უცნაური სერვისის ღირებულება 229 დოლარია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები