პოპულარული გამოცემები განაგრძობენ „წლის ქალბატონების“ არჩევას, ამჯერად საზეიმო ცერემონიალი ავსტრალიურმა ჟურნალმა GQ-მ გამართა და მთავარ ქალბატონად ემბერ ჰერდი დაასახელა. ღონისძიებისთვის მსახიობი სიდნეიში სპეციალურად ჩაფრინდა.
საღამოსთვის ემბერმა შავი კაბა აირჩია, რომელიც მის ფიგურას წარმატებით უსვამდა ხაზს. თავისი ჯილდო ჰერდმა როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ძაღლებს მიუძღვნა. გარკვეული პერიოდის წინ, მსახიობი მაშინდელ მეუღლესთან, ჯონი დეპთან ერთად ავსტრალიაში ძაღლებთან ერთად იმყოფებოდა. წყვილმა ძაღლები არალეგალურად შეიყვანა, რაც მათთვის შესაძლოა პრობლემებით დასრულებულიყო, თუმცა მათი მოგზაურობა გართულებების გარეშე დასრულდა.
ემბერმა აღნიშნა, რომ უხარია ავსტრალიაში ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია.