LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

85
BeFunky-collage

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა მოკლულის ძმამ, ტაისონ ედვარდსი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ავსტრალიის კონსულიც.

საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც და ედვარდსების ოჯახს ბოდიში მოუხდა.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებეული, მათგან 5 ყელის არეში, რაც მკვლელობის განზრახვას ამყარებს.

პროკურორი გიორგი ქობულაძე განმარტავს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები