LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს

114
avs

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც პედაგოგმა ელენე ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლები ინტერესდებიან, ჰყავდა თუ არა მას მტრები, მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს და თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს.

„დამისვეს ჩვეულებრივი კითხვები, რამდენი ხანია ვიცნობ, რამდენი ხანია ჩამოსულია საქართველოში, როგორი ურთიერთობა გვქონდა, თუ ვიცი მის პირადი ცხოვრების შესახებ რაიმე. თუ იყენებდა ნარკოტიკებს, თუ თამაშობდა. დაახლოებით ასეთი კითხვები დამისვეს, რაზეც რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი, რომ ასეთი დეტალები არ ვიცი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ძალიან თბილი, კონტაქტური, წესიერი და ძალიან კარგი პედაგოგი. მგონია, მიყვებიან ასეთ ვერსიას და თვითონაც დარწმუნებულები არიან, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა. ფიქრობენ, რომ ვიღაც ავადმყოფი, მანიაკი იყო“, – განაცხადა ელენე ჩინჩალაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მთაწმინდის ფერდობზე ავსტარლიის მოქალაქის ცხედარი გუშინ იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები