LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში ზემგრძნობიარე რენტგენის აპარატი შექმნეს

93
rengtnnews

ავსტრალიელმა მკვლევრებმა შექმნეს კომპონენტი, რომელიც რენტგენის სხივებს ხილულ ან ელექტრონულ ფორმად გარდაქმნის.

უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა  შექმნა მსოფლიოში ყველაზე თხელი რენტგენის დეტექტორი. ახალი მოწყობილობით ცილების და ცოცხალი უჯრედების ნახვა შესაძლებელია რეალურ დროში, იტყობინება გამოცემა New Atlas.

მოწყობილობის შესაქმნელად მეცნიერებმა გამოიყენეს ოპტოელექტრონული მასალა კალის მონოსულფიდი (SnS). ამ ნაერთმა აჩვენა დიდი პოტენციალი ულტრა თხელი მზის უჯრედების განვითარებაში, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების დახმარებით მეცნიერებმა შეძლეს ნაერთის ისეთი ფორმების შექმნა, რომლებიც კარგად შეეფერება რენტგენის გამოსახულებას.

ინოვაციური ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მაღალი ხარისხის SnS ფურცლები დიდი ზედაპირით და ძალიან ზუსტად კონტროლირებადი სისქით. ჩვეულებრივი რენტგენის აპარატისაგან განსხვავებით, რომელიც გამოიყენება საავადმყოფოებში, ახალი მოწყობილობა  ფოტონების ენერგიას იყენებს ცილების და ცოცხალი უჯრედების გამოსაჩენად.

გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე თხელი რენტგენის დეტექტორებით, რომლის სისქე 10 ნანომეტრზე ნაკლებია.

ახალი რენტგენის აპარატის სხივების გამოყენება შესაძლებელია იმის დასანახად, თუ როგორ ვითარდებიან და მოძრაობენ ცილები და უჯრედები.

მოწყობილობის  ნანონაწილაკები ძალიან სწრაფად, მილიწამებში რეაგირებენ,  შედეგად კი სკანირების შემდეგსურატის მიღება წამებშია შესაძლებელი. შესაბამისად, ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მოვლენებს რეალურ დროში დავაკვირდეთ.

მიუხედავად  დამაიმედებელი ცნობებისა, მკვლევრები არ მალავენ, რომ ამ მიმართულებით წინ კიდევ  ბევრი სამუშაოა. ჯერჯეორბით პორტატული სისტემა ყოველდღიური გამოყენების საგნად ვერ მოგვევლინება საავადმყოფოებში მსოფლიოს მასშტაბით.

„კომერციალიზაციამდე წინ დიდი გზაა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მრავალპიქსელიანი მოწყობილობის ტესტირება და ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება“ – ამბობს ბაბარ შაბირი,  მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი.

როგორ მოვამზადოთ ჩვენი იმუნური სისტემა ზამთრისათვის და რომელ ხილშია ყველაზე მეტი С ვიტამინი – ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი

პაპილომავირუსის ვაქცინა კიბოს განვითარების რისკებს 90%-ით ამცირებს: კვლევის შედეგები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები