ავსტრალიელმა კაცმა მეტალოდეტექტორით 100,000 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ოქროს ქვა იპოვა, რომელიც 1.4 კგ-ს იწონის.
BBC-ის ცნობით, ოქროს ქვის ფოტო ინტერნეტში ერთ-ერთმა ავსტრალიურმა მაღაზიამ გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ოქროს ქვა მიწის ზედაპირიდან 45 სანტიმეტრის სიღრმეში ნახა.
ცნობილია, რომ მსგავსი შემთხვევები ავსტრალიაში წელიწადში რამდენჯერმე ხდება. თუმცა, ძირითადად ოქროს მხოლოდ მცირე ოდენობით პოულობენ ხოლმე.