LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში „დედამიწის შავი ყუთი“ დადგეს და მან ჩაწერა უკვე დაიწყო

85
Capture

კუნძულ ტასმანიაზე, ავსტრალიაში „დედამიწის შავი ყუთი“ განათავსეს და ის ცივილიზაციის დაცემის შემდეგ მონაცემებს ჩაიწერს.
ინოვაციური პროექტი წარმოადგენს ფოლადის კონსტრუქციას, რომელიც მყარი დისკებითაა სავსე. ამ დისკებზე კლიმატის ცვლილებისა და დედამიწის სხვა პრობლემების შესახებ ინფორმაცია ჩაიწერება.

ეს იქნება გარკვეული არქივი, რომელიც მომავალი თაობებისთვის შეინახება. საუკუნეების შემდეგ ადამიანები გაიგებენ, თუ რა მოხდა პლანეტაზე და რამ გამოიწვია ცივილიზაციის ცვლილება.

პროექტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი სიტუაციის მიხედვით, ცივილიზაციის განადგურებამდე დიდი დრო ნამდვილად არ რჩება. „შავმა ყუთმა“ კი ჩანაწერების გაკეთება უკვე დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები