LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში ანომალიური სიცხის გამო ასფალტი დადნა

124

ავსტრალიაში ანომალიური სიცხის გამო ასფალტი დადნა. კვინსლენდის შტატში იმდენად დაცხა, რომ ნამდვილი ქაოსი გამოიწვია, გზის საფარი დადნა, ავტომობილებს პრობლემები შეექმნათ და დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევას ვეღარ ახერხებდნენ. ტრანსპორტის საბურავები მთლიანად ცხელი ასფალტით დაიფარა და 50-მდე მძღოლისთვის სახელმწიფოს სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ტრანსპორტის სამინისტრომ კი რამდენიმე გზა გადაკეტა, რათა სასწრაფოდ მათი შეკეთება დაეწყო.

ექსპერტთა შეფასებით, ასფალტის დნობა უჩვეულოდ მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია, თუმცა არსებობს იმის ალბათობაც, რომ გზის საფარი უხარისხო მასალისგან ყოფილიყო დამზადებული. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ხელისუფლება ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს და შემთხვევას აქტიურად იძიებს.

http://www.abc.net.au/news/2018-07-05/melting-road-in-far-north-queensland/9942800

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები