LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

ავსტრალია იერუსალიმის დასავლეთ ნაწილს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.

სკოტ მორისონის განცხადებით, ოფიციალურ დოკუმენტებში ისრაელის დედალაქად იერუსალიმი ჩაიწერება, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ აღიარების მიუხედავად, საელჩოს თელავივიდან წმინდა ქალაქში გადატანა არ იგეგმება. დიპლომატიური წარმომადგენლობის ნაცვლად კანბერა იერუსალიმში სავაჭრო და თავდაცვის დეპარტამენტებს განალაგებს.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სადავო საკითხია. ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ განცხადება გასულ წელს დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამით თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკა შეცვალა და აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები