LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალია კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატ Molnupiravir-ს შეიძენს

94
მოლნუპირავირი

ავსტრალიის პრემიერ მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალია კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატ Molnupiravir-ს შეიძენს. მისი განმარტებით, „ეს მედიკამენტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსთან ერთად ცხოვრებას შევძლებთ“.

მისი თქმით, Molnupiravir-ის კაფსულა მიიღება ორჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში და ქვეყანა, პირველ ეტაპზე, მედიკამენტის 300 000 კურსისთვის საჭირო რაოდენობის შესყიდვას გეგმავს.