LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავლაბარში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

39
297331975_428032939369159_8972808131352499034_n

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან არსებული გზაჯვარედინი ჩაიკეტება, რის გამოც, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების სქემა შეიცვლება.

აღნიშნული ცვლილებების გამო, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით:

მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით; მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩაჩავას, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით; სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთი – ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ცალმხრივი გახდება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:

ავტობუსები – N305, N309, N325, N333, N393 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, გულიას, გულუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მეტეხის ხიდის გავლით, მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან და ბარათაშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იმოძრავებენ, რის შემდეგაც, გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით, ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

რაც შეეხება N337 ავტობუსს, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ნავთლუღის ქუჩაზე გადაადგილდება და ბარათაშვილის ქუჩისკენ ჰოლბრუკის, გულიას, გულუას ქუჩებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მეტეხის ხიდის საშუალებით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადავა და დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენას სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს, შემდეგ გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, ვაჟა ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების საშუალებით კი, ლეხ კაჩინსკის ქუჩისკენ გადაადგილდება, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს.

მიკროავტობუსები – N462, N472, N528, N534, N540 მეტროსადგური „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის, კასპის, ძმები ყურაშვილების, წინანდლისა და ახმეტის ქუჩების გავლით თელავის ქუჩამდე, რის შემდეგაც, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების საშუალებით, მოხვდებიან ავლაბრის მოედანზე და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგური „ისნის“ მიმართულებით მოძრაობისას, ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადავლენ თელავის ქუჩაზე, წურწუმიასა და ზურაბაშვილის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, რის შემდეგაც, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩებით კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირზე მოხვდებიან.