თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ნიღბიანი პირი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა. როგორც „ფორტუნას“ „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს თავდამსხმელი დაკავებულია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს, გამოძიება კი 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.