LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავლაბარში მანქანის დაჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა

403
პოლიცია

ავლაბარში მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. ის დაჯახების შედეგად  ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო “ფორტუნას”  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უბედური შემთხვევა ბარათაშვილის აღმართზე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები