LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიშაი კოენის კონცერტი თბილისის ივენთ ჰოლში

103

27 ოქტომბერს, თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ქართველი მელომანების წინაშე ცნობილი მესაყვირე ავიშაი კოენი წარდგა. კონცერტი თბილისის ივენთ ჰოლში ჩატარდა.

თბილისის მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალი, 23 ოქტომბერს, კანადელი მომღერლისა და პიანისტის დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნა. მომდევნო საკონცერტო დღეებში მსმენელის წინაშე ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანსა სპალდინგი, ასევე ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო წარდგნენ. 6 დღიანი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, კონცერტს გამართავს ასევე ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს კი თბილისში დაიწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.

ფესტივალის პროგრამა:

23 ოქტომბერი – 20:00 სთ – თბილისის საკონცერტო დარბაზი – DIANA KRALL – Wallflower World Tour
25 ოქტომბერი – 20:00 სთ – თბილისის საკონცერტო დარბაზი – ESPERANZA SPALDING Presents: EMILY’S D+EVOLUTION
26 ოქტომბერი – 20:00 სთ – ივენთ ჰოლი – JEFF BALLARD TRIO
27 ოქტომბერი – 20:00 სთ – ივენთ ჰოლი – AVISHAI COHEN Triveni
28 ოქტომბერი – 20:00 სთ – ივენთ ჰოლი – EDMAR CASTANEDA TRIO
29 ოქტომბერი – 20:00 სთ – თბილისის საკონცერტო დარბაზი – FOURPLAY – Celebrating 25 Years On Stage

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიო “ფორტუნა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები