“ავიცერი და თავს კარგად ვგრძნობ. ვგრძნობ პროფესიულ პასუხისმგებლობას, რომ პირველ რიგში ჩემი პაციენტებისთვის უნდა ვიყო უსაფრთხო”,-ამის შესახებ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ანი ქავთარაძემ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.
მისი თქმით, ვაცინაციის სარგებელი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის რისკები, რომელიც ზოგ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს ახლავს თან.
“სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან ერთად პროფესიულ პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, უნდა ვიყო უსაფრთხო ჩემი პაციენტებისთვის, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც ძალიან მიყვარს.
ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასასრულებლად. ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ის რისკები რომელიც ვაქცინაციის პროცესს ახლავს თან ზოგიერთ შემთხვევაში.”,-განაცხადა ანი ქავთარაძემ.
მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული გვერდითი მოვლენის შედეგად საქართველოში ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება.