LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია Qantas ავსტრალიიდან ევროპაში პირველ პირდაპირ რეისს შეასრულებს

29

ავიაკომპანია Qantas ავსტრალიიდან ევროპაში პირველ პირდაპირ რეისს შეასრულებს. საპასუხისმგებლო ფრენას ბოინგი 787-9 Dreamliner განახორციელებს და ის მთლიანობაში 17 საათი გაგრძელდება. ლაინერი ერთმანეთთან ორ ქალაქს – ლონდონსა და ავსტრალიის დასავლეთში მდებარე პერტს დააკავშირებს.

ავიაკომპანიის დირექტორი ფიქრობს, რომ ეს არის არაჩვეულებრივი სიახლე, რომლისთვისაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ. ამიერიდან, მოგზაურებს საშუალება ექნებათ, რომ დანიშნულების ადგილზე უფრო სწრაფად და კომფორტულად ჩავიდნენ. გარდა ამისა, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილებიც.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი რეისი აშშ-სა და სინგაპურს აკავშირებს და 18 საათი და 50 წუთი გრძელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები