რუსული ავიაკომპანია „პობედა“ თბილისში აღარ იფრენს. უფრო ზუსტად კი დაბალბიუჯეტიანმა ავიაგადამზიდმა ზაფხულისთვის სამი მიმართულება – როსტოვი, თბილისი და ბაქო გააუქმა და ფრენებს მხოლოდ შემოდგომიდან აღადგენს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ზაფხული ყველაზე დატვირთული სეზონია, ამიტომ ისინი ძირითადად საკურორტო ზონებზე იქნებიან ორიენტირებული.
შეგახსენებთ, რომ „პობედა“ თბილისში გასული წლის 1 ნოემბრიდან დაფრინავს, ამიერიდან კი საქართველოში მომავალ მგზავრებს გადასხდომა როსტოვში მოუწევთ.