LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია Dniproavia ფრენებს ბათუმში მაისიდან განაახლებს

31

ზაფხულის სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Dniproavia განაახლებს. ავიაკომპანია აჭარაში ფრენების განხორციელებას დნეპროპეტროვსკიდან და ოდესიდან გეგმავს.

როგორც “ავტორადიოს” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს,  რეგულარული ფრენები დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის მიმართულებით 1 მაისიდან კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება, რასაც ზაფხულის სეზონზე კიდევ ორი ავიარეისი დაემატება. ავიაკომმპანია Dniproavia დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამჯერ: ოთხშაბათობით, ხუთშაბათობითა და პარასკეობით იფრენს. 1 ივნისიდან იგეგმება ფრენების განხორციელება ოდესიდან და ავიარეისი ოდესა-ბათუმი-ოდესა კვირაში ორჯერ ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ამ ეტაპზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით მხოლოდ ავიაკომპანია Yanair დაფრინავს, რომელიც ზაფხულში კიევისა და ოდესის გარდა რეგულარული ფრენების შესრულებას ხარკოვიდანაც გეგმავს.

უკრაინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს 2013 წლიდან ახორციელებს. წლიდან წლამდე იზრდება აჭარაში უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობაც. გასულ წელს რეგიონს უკრაინიდან 24 587 ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1, 5 % მეტია. უკრაინა აჭარაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები