LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკატასტროფა ყაზახეთში, არის მსხვერპლი

139
0a1-94

ყაზახეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 4 პირი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ისინი ამ წუთებში რეანიმაციაში იმყოფებიან.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავმა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის საავიაციო სამსახურს ეკუთვნოდა, კატასტროფა დაშვების დროს განიცადა.

თვითმფრინავი დედაქალაქ ნურ-სულთანიდან ალმატიში მიფრინავდა.

ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 6 პირი იმყოფებოდა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენის განკარგულება გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები