რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ვაჰიდულა ჰაშიმიმ განაცხადა, რომ ავღანეთში დემოკრატიული სისტემა აღარ იქნება, რადგან მას ქვეყანაში საფუძველი არ აქვს.
„დემოკრატიული სისტემა საერთოდ აღარ იქნება, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში საფუძველი არ აქვს. ჩვენ არ განვიხილავთ იმას, თუ რა ტიპის პოლიტიკური სისტემა უნდა გამოვიყენოთ ავღანეთში, რადგან ეს ნათელია. ეს შარიათის კანონია“, – აღნიშნა „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა.
ვაჰიდულა ჰაშიმის თქმით, მიმდინარე კვირას „თალიბანის“ ხელმძღვანელობა მმართველობის საკითხებს განიხილავს.