LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში ბაზა ბაგრამზე აფეთქება მოხდა, ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

112

ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე აფეთქება მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის, ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა.

დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.

დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები