სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში აფეთქებების შედეგად. როგორც მედია წერს, დაშავებულია 30 ადამიანი.
აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში და აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჯალალაბადში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდა. აფეთქებებს “ისლამურ სახელმწიფოს” უკავშირებენ. მედიის ცნობით, “თალიბანმა” თავდასხმების შესახებ გამოძიება დაიწყო.
აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულშიც, სადაც 2 ადამიანი დაშავდა. მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.