ავღანელი სპორტსმენები პირველად მიიღებენ მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ეს მოხდება 2018 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გაიმართება.
ოლიმპიადაზე ავღანეთი ორი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ესენი არიან სამთო მოთხილამურეები – საედ ალიშაჰ ფარფანგი და საიად ჰუსაინი. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ავღანეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ მოჰამედ ზაჰირ აგბარმა და სამხრეთ კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ენ-უნ კიმმა.
“ჩვენ დავარეგისტრირეთ ორი ავღანელი ათლეტი ზამთრის ოლიმპიადაზე. იმედია, ისინი ღირსეულად წარმოადგენენ ქვეყანას ამ შეჯიბრებებზე”, – განაცხადა აგბარი.
ავღანეთს ზაფხულის ოლიმპიადაზე ორ ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული. ორივე ტაეკვანდოისტმა როჰულ ნიკლაიმ მოიპოვა 2008 და 2012 წლების თამაშებზე.